სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ტაბიძის 3-5
- მთავარი მოთხოვნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სრული აღწერა
კომპანია "Consultings Group Georgia" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაბიძის 3-5.
აუცილებელი მოთხოვნები:
- იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (რუსული ენის ცოდნა პრიორიტეტულია);
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა და აღმოფხვრა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე მითითებულ ელფოსტაზე media@consultings.ge
გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
