სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
- მისამართი
- თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 11:00-18:00
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების პერსპექტივით იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
ძირითადი მოვალეობები:
- მარტივი სარჩელებისა და სასამართლოში წარსადგენი განცხადებების/პროექტების მომზადება;
- სადაზღვევო დავებთან დაკავშირებული საქმის მასალების დამუშავება და სისტემატიზაცია;
- სამართლებრივი დოკუმენტაციისა და ოფიციალური წერილების პროექტების მომზადება;
- შესაბამისი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
- მიმდინარე სასამართლო საქმეების ადმინისტრირებაში დახმარება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საბაზისო ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
