სტაჟირება ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 18 ნოე
სრული აღწერა
სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში
ხანგრძლივობა: 6 თვე,
თუ გაინტერესებს ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტები, გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საბანკო სექტორში და ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესებში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
მიმართულების სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- რისკების მართვა: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში მონაწილეობა, მათ შორის ახალი პროექტების, ცვლილებებისა და მესამე მხარეების მიმართულებით;
- შესაბამისობა და სტანდარტები: მარეგულირებელ მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავების მხარდაჭერა;
- უსაფრთხოების კონტროლები: კონტროლების შეფასებაში მონაწილეობა, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი;
- ინციდენტების მონიტორინგი: ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვა, სტატუსებისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- ანგარიშგება და ანალიტიკა: რისკების რეესტრების წარმოება, სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
- წვდომების მართვა: წვდომის მოთხოვნების ანალიზი, უსაფრთხოების რისკების შეფასება და უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან დაკავშირებული მიმართულებით;
- ინგლისურ ენის ცოდნა, პროფესიული დოკუმენტაციის გასაცნობად;
- სასურველია, საბაზისო ცოდნა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ (ISO 27001, NIST CSF და სხვა);
ცოდნა და უნარები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2026 წელი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

