სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში გაყიდვების მიმართულებით გვაქვს სტაჟირება.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- მომხმარებლების საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- ავტონაწილების, საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
- მომხმარებლებთან პირისპირ კომუნიკაცია;
- გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე გუნდის მხარდაჭერა;
- შეკვეთების მიღებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
- პროდუქციის მახასიათებლებისა და განსხვავებების მომხმარებლისთვის სწორად გაცნობა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ავტომობილებისა და საავტომობილო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი და სიყვარული;
- გაყიდვების სფეროს მიმართ ინტერესი;
- ადამიანებთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილს;
- გუნდში მუშაობის უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
სამომავლო თანამშრომლობას განვიხილავთ სრულ განაკვეთზე.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

