სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
სრული აღწერა
m² უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე დამსაქმებლის გვერდის ნახვა და გაიგე მეტი კომპანია m² -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისა და პოტენციური კლიენტების დახვედრა და მიღება;
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
- პოტენციური კლიენტების საჭიროებების პირველადი განსაზღვრა და დაინტერესების სფეროს გამოვლენა;
- კომპანიის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება;
- დაინტერესებული სტუმრების შესაბამისი გაყიდვების კონსულტანტებისთვის გადამისამართება;
- სტუმრებისთვის კომფორტული და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია მომსახურების ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
