თეგეტა აკადემიასტაჟირება
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა აკადემია აცხადებს სტაჟირებას პროექტების მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული მიმართულებით.
თეგეტა აკადემიის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ახალ და არსებულ პარტნიორებთან ერთად წამოწყებული ყველა პროგრამისა და პროექტის მხარდაჭერაში.
- სტაჟირება ანაზღაურებადია;
- გრაფიკი - სრული;
- ხანგრძლივობა - 2-6 თვე.
თუ ფიქრობ რომ შეგიძლია:
- ყოველდღიურ ადმინისტრაციულ დავალებებში დახმარება: შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტების მომზადება და კორესპონდენციის მართვა;
- ღონისძიებების ორგანიზებასა და კოორდინაციაში ხელშეწყობა: ვორქშოფების, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის, მასალების, დასწრების სიებისა და ოქმების მომზადება);
- პრეზენტაციების, რეპორტებისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადებაში დახმარება;
- ოპერაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა არსებული და ახალი პარტნიორული ინიციატივისა და ერთობლივი პროექტისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (MoES), საერთაშორისო ბრენდებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა პარტნიორებთან;
- პროექტის დოკუმენტაციის, პარტნიორობის შესახებ წინადადებების, რეპორტებისა და კორესპონდენციის შაბლონების/პროექტების მომზადებაში დახმარება;
- პროექტის შედეგებისა და წარმატების ისტორიების მონიტორინგსა და დოკუმენტირებაში დახმარება;
- აკადემიის სოციალური მედიის არხების განახლების მხარდაჭერა;
- საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისა და ავტოინდუსტრიის ტრენინგების სფეროში არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
- რომელიც არის ბაკალავრის მოქმედი სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, განათლების, საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, პროექტების მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე;
- აქვს ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
- ეხერხება სწრაფადცვლად და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა;
- არის დეტალებზე ორიენტირებული;
- აქვს მაღალი მოტივაცია, პროაქტიულობა და სწავლის დიდი სურვილი.
თეგეტაში დაგხვდება:
- პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს წამყვან ავტოინდუსტრიულ კომპანიაში;
- მენტორობა გამოცდილი პროფესიონალებისგან;
- რეალურ პარტნიორულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- სტაჟირების ოფიციალური სერტიფიკატი მისი წარმატებით დასრულების შემდეგ;
- სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თეგეტა აკადემია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - თეგეტა აკადემია.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
