სტაჟიორი - ტექნოპარკების დეპარტამენტი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს სტაჟირებას ტექნოპარკების დეპარტამენტში.
პოზიციის დასახელება - სტაჟიორი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - 720 ლარი;
- სტაჟირების ვადა: 3 თვე;
- სამუშაო ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
- სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- თბილისის ტექნოპარკის პროექტების და აქტივობების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესების ხელშეწყობა;
- პროექტებში ჩართულ მხარეებთან და ტრენინგ პროვაიდერებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნოპარკში განსახორციელებელი პროექტების მონაწილეებთან კომუნიკაცია;
- ტექნოპარკში დანადგარებისა და სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- პროექტების შესახებ ანგარიშების წარმოებაში ჩართულობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: სტუდენტი.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" დებულება.
ენების ცოდნის დონე: ინგლისური: წერითი უნარები - B2, მეტყველება - B2.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
- Microsoft Office Word / კარგი;
- Microsoft Office Excel / კარგი;
- Microsoft Office PowerPoint / კარგი.
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა;
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების / ბიზნესის ადმინისტრირების / საჯარო მმართველობის / პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, შესაძლოა დაუდგინდეს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში სავალდებულოა ატვირთოს:
- ინფორმაცია განათლების შესახებ; აუცილებელია, კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge vacancy.hr.gov.xn--ge--jxn4b — ბმულის გახსნა განათლების ველში მიუთითოს: საგანმანათლებლო დაწესებულება და ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა უნივერსიტეტიდან ან/და დიპლომი);
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" სტაჟირების გავლა.
შეფასების ეტაპი: კანდიდატის შეფასება მოხდება გასაუბრებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით - განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

