- იუსტიციის სახლი
სტაჟიორი თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლში
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტაჟიორი თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
- მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
- მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;
- საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
- ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“.
საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
591027705
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობა
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- შედეგზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
- აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას
სხვადასხვა მიმართულებით, წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ იუსტიციის სახლში;
- დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად;
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
