სტაჟიორი - სასწორის ოპერატორი
- მისამართი
- კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლაში მუშაობა, 12 საათიანი დღის ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
სრული აღწერა
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში სასწორის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2;
- სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, 12 საათიანი დღის ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა;
- ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული და გასული ტვირთების ზუსტი აწონვა და მონაცემთა დაფიქსირება, აწონვის პროცედურის სრული დაცვით;
- შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გამოწერა;
- სასწორის ნორმალური, უსაფრთხო ექსპლუატაციისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ცვლის განმავლობაში ანგარიშების დროული, დეტალური და ზუსტი მომზადება;
- ცვლის ბოლოს გადაზიდული ტვირთების დაჯამება და მონაცემების გადაგზავნა შესაბამის ადრესატთან;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- MS Office ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
"ჰანიველ ცემენტში" თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.
ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
- კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად;
- დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას;
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი - სასწორის ოპერატორი (კასპი).
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

