სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- ანაზღაურება
- 700 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
კომპანია "ინფრაკონ" მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
ვაკანსია: სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს პროექტების მართვის სფეროს პროფესიული შესწავლა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მენეჯერების ასისტენცია ყოველდღიურ საქმიანობაში.
- სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის წარმოება და ოქმების (Minutes of Meeting) მომზადება.
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და ფაილების მოწესრიგება.
- პროექტის მიმდინარეობის მცირე დავალებების შესრულების მონიტორინგი და სტატუსის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში).
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი
- ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs.infracon@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი პროექტების კოორდინატორად".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
