სტაჟიორი ნაწილების გაყიდვების მიმართულებით
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის გუნდში გვაქვს სტაჟირება, ნაწილების გაყიდვების მიმართულებით.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კლიენტის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- შესყიდვის პროცესის ინიცირება/კოორდინაცია-ინვოისის მომზადება, კლიენტის სალაროსა და საწყობში გადამისამართება;
- საგარანტიო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების/ პროდუქციის იდენტიფიცირება, ფასის დადგენა და პროდუქციის შეთავაზება);
- პროდუქციის სტენდების, ფასმანიშნებლების მოწესრიგება;
- პროდუქციის ხელმისაწვდომობის მუდმივი უზრუნველყოფა- პროდუქციის მარაგების კონტროლი და დეფიციტიურ პროდუქციაზე შეკვეთის დროული ორგანიზება;
- შესყიდვის პროცედურის პროგრმული ასახვა (SAP);
- საწყობის ნაშთის კონტროლი ყოველდღიური/ ყოველთვიური;
- საწყობის მარაგების შევსება: შეკვეთის განხორციელება;
- მომხმარებლისთვის სერვისის მომსახურების განაცხადის გახსნა და დახურვა;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობა;
- გაყიდვების პროცესის, მომხმარებელთა მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზების მიმართ ინტერესი;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა თრაქ ენდ ბას" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟიორი ნაწილების გაყიდვების მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება


