სტაჟიორი ხარისხის დეპარტამენტში
- მისამართი
- თბილისი, შპს, , ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (ლოკაცია: საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ)
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn www.linkedin.com — ბმულის გახსნა
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (ლოკაცია: საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);
სამუშაო დრო: სტაჟირების ფორმატის გათვალისწინებით შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება
რას აითვისებთ/შეასრულებთ სტაჟირების განმავლობაში
- გაეცნობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პროცესს;
- ჩაერთვებით სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების პროცესში;
- იმუშავებთ შიდა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში;
- მიიღებთ გამოცდილებას კლინიკებთან კომუნიკაციისა და სამუშაო საკითხების კოორდინაციის მიმართულებით;
- გაეცნობით დოკუმენტაციის დაარქივების პროცესს;
- გაეცნობით ჯანდაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციებისა და ხარისხის სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებას.
ვის ვეძებთ, რა მოთხოვნები გვაქვს
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ჯანდაცვის ადმინისტრირების/მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუნდეტი/ბაკალავრი;
- მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტი, (მე-7 სემესტრიდან);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების მოტივაცია.
რას გთავაზობთ
- ფართომასშტაბურ კომპანიაში განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანდაცვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- ღირებულ სამუშაო გამოცდილებას.
სტაჟირება არის სიმბოლურად ანაზღაურებადი ⭐
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)იდა სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ან და ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ანწერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელიშეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟიორი ხარისხის დეპარტამენტში, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

