სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
27.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ სახელით დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტის მომზადება;
- სასამართლო წარმოების ფარგლებში, საქმისთვის საჭირო საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
- დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვასა და პასუხის მომზადებაში ჩართულობა;
- დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
591 02 77 05
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობა
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- შედეგზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
- აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
- აუცილებელია სამოტივაციო წერილი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სსიპ "იუსტიციის სახლის" იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე დასაქმების მოტივაცია;
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
