გეომეტრიკი
სტაჟიორი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- მისამართი
- ქ. გორი
- ბენეფიტები
- ანაზღაურებად სტაჟირებას · პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას რეალურ სამუშაო გარემოში · პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
საპროექტო ორგანიზაცია "გეომეტრიკი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. გორი
ძირითადი მოვალეობები:
- საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობა;
- საკადასტრო აზომვით პროცესებში ჩართულობა;
- გეოდეზიური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
- ArcGIS-ის, ArchiCAD-ისა და სხვა შესაბამისი პროფესიული პროგრამების შესწავლა და გამოყენება;
- სხვადასხვა საპროექტო და ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინტერესი პროექტირების, არქიტექტურის, გეოდეზიის, საკადასტრო აზომვების ან მონათესავე სფეროების მიმართ;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის ცოდნა;
- ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია;
- კომუნიკაბელურობა, პოზიტიური დამოკიდებულება და ორგანიზებულობა.
- სამუშაო გამოცდილება და კონკრეტული სპეციალობა სავალდებულო არ არის. კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები უშუალოდ სამუშაო პროცესში შეიძინოს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას რეალურ სამუშაო გარემოში;
- პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- სხვადასხვა მიმართულებით მუშაობისა და ახალი პროგრამების შესწავლის შესაძლებლობას;
- ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივას;
- წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებისა და სხვა სამუშაო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია კანდიდატთან პირადი გასაუბრებისას განიხილება.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: geometric.groupltd@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
