სტაჟიორი ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
"არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ სტაჟიორს ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე);
- მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადებაში ჩართულობა;
- პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება;
- ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
- CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებული კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

