სტაციონარის ექთანი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას · მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას · გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარის ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი, დროული და მაღალი ხარისხით შესრულება;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.);
- საექთნო მანიპულაციების ჩატარება და პაციენტზე უწყვეტი მეთვალყურეობა;
- ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად და კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
- მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge Subject-ველში მიუთითეთ: "სტაციონარის ექთანი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
