სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
კატეგორია:
პროექტების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამების ადმინისტრირება;
- საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
- საგრანტო პროგრამების შესახებ პოტენციურ ბენეფიციარებთან კონსულტაციების ჩატარება;
- საგრანტო პროგრამის ანგარიშების განხილვა და ფინანსური/პროგრეს მონიტორინგის განხორციელება;
- ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების ხელშემწყობი ღონისძიებები;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0114, ინოვაციების ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები:
555134953; 0322004482
საკონტაქტო პირი:
სალომე სანაია
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ეკონომიკის / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
- სასურველია საგრანტო პროექტების მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პრეზენტაციის მომზადება, ჩატარების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც შეესაბამებიან აღნიშნულ მოთხოვნებს და სრულყოფილად წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკურსის მართვისა და შეფასების მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, შესწორება ან წაშლა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
