სპორტის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სპორტის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
საქართველოს სპორტის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სპორტის სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სპორტის განვითარების ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას. იმისთვის, რომ საქართველოში სპორტის დარგი კიდევ უფრო განვითარდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისათვის, სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერით, ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელთა მეშვეობით ხელს უწყობს მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობასა და ახალი თაობის სპორტსმენთა ზრდას. ასევე, ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, სამინისტრო ხელს უწყობს სპორტზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის ზრდას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სამინისტროს საქმიანობა აერთიანებს მრავალფეროვან მიმართულებებს - სპორტის მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფო მხარდაჭერას, სასპორტო განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, დარგში კვლევით და ანალიტიკურ საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და დარგის სხვა მიმართულებების განვითარებას, რაც საქართველოში სპორტის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის წარმატების გაზრდას ემსახურება.
კატეგორია:
პოლიტიკა/ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევით და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა;
- სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის მონაცემის შეგროვებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
- სპორტის პოლიტიკის განვითარების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სტრატეგიებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
პოლიტიკის მეცნიერებების სფერო
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 07 მაისის №141 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა N68
საკონტაქტო ტელეფონები:
2500079
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელი:
სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აუცილებელია:
- განათლების გრაფაში ატვირთოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია);
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება პირისპირ. გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით.
სტაჟიორად აყვანილ კონკურსანტს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების შეთავსების მიზნით, განესაზღვრება სტაჟირების მოქნილი გრაფიკი.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვის ვადით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
