სპორტის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სპორტის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს სპორტის სამინისტრო
კატეგორია:
კვლევა და ანალიზი
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევით და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება.
სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის მონაცემის შეგროვება და სისტემატიზაცია.
სპორტის პოლიტიკის განვითარების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სტრატეგიებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა.
სტრატეგიებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისად, სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელება.
სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება.
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
სავალდებულო:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 07 მაისის №141 დადგენილება.
სასურველი:
- „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №68
საკონტაქტო ტელეფონები:
2500079
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელი:
კვლევის ან/და ანალიტიკის ან/და სტრატეგიული განვითარების ან/და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
- სამუშაო გამოცდილების გრაფაში ატვირთოს გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
- წერითი დავალების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ზოგად უნარებში - ტესტირების გადალახვის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება მაქსიმალური შეფასების 60%-ის ოდენობით, მაქსიმალური შეფასების ოდენობა შეადგენს 80 ქულას.
მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ღია კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
