სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიტატმა სისტემაში ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ კოლეჯი ,,მერმისი" საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულებაა, რომლის მთავარი მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადებაა. კოლეჯს გააჩნია უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობილი ყველასათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
კოლეჯის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.mermisicollege.edu.ge — ბმულის გახსნა
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი ეხმარება სტუდენტს, ჩაერთოს სასწავლო პროცესში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში: უწევს დამატებით მხარდაჭერას ფუნქციური აქტივობებისას, კოლეჯის ტერიტორიაზე ადაპტაციას, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და გადაადგილებას ( საჭიროების შემთხვევაში: ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია); ეხმარება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებლებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში:
- პროფესიულ სასწავლებელში ინკლუზიური განათლების ხელშემწყობა გუნდთან ერთად (სტუდენტი, მშობელი/მეურვე, მასწავლებლები,ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორი, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი) სახავს ასისტირების გეგმას ინდივიდუალური სტუდენტისთვის და ასისტირების ცხრილს – სტუდენტთა ჯგუფისთვის;
- ახორციელებს ასისტირების გეგმას განრიგის შესაბამისად;
- აწარმოებს ჩანაწერებს/დოკუმენტაციას;
- გუნდთან ერთად განიხილავს წამოჭრილ პრობლემებს, მიღწევებს, გადაფასების, დამატებითი რესურსის მოძიების საკითხებს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა გუნდური მიდგომით (ადმინისტრაციასთან, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა
საკონტაქტო ტელეფონები:
0322147663
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია ჰქონდეს სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რისკების მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიტატმა სისტემაში ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვაკანსია ცხადდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
,,მომინანქრება" (15-30 საათიდან 21-20 საათამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით,განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
