სპეციალური მასწავლებელი
- მისამართი
- თბილისი, ც. დადიანის ქუჩა No30
სრული აღწერა
"თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალისა და ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. სკოლა მათ სთავაზობს ხარისხიან სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პრინციპებს ეფუძნება.
"შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №30
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა აკადემიური და ფსიქოემოციური მხარდაჭერა და მათი პროგრესის მონიტორინგი;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავება, განხორციელება და პერიოდული გადახედვა მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა როგორც საკლასო ოთახში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- საგნის მასწავლებლების მხარდაჭერა სასწავლო მასალისა და სწავლების მეთოდების ადაპტირების პროცესში;
- მოსწავლეებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;
- მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სპეციალური ან ინკლუზიური განათლების, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩევის პროცესი:
- კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sist.ge.
ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სპეციალური მასწავლებელი".
კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
