სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
- ანაზღაურება
- 1 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 6 თვე
- მთავარი მოთხოვნა
- 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
11
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა;
- ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ შტამპით დამოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება;
- დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
- ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
6 თვე
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 01 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი";
- საქართველოს კონსტიტუცია;
- კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
- კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ ;
- კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
- კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
- ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
- კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“;
- კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
- კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
- კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
- კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
- მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
- მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
- მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
- მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
- მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილება „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
- იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
- განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“.
გასაუბრების ეტაპზე, ძირითადი კითხვები დასმული იქნება შემდეგი თემატიკიდან:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 23 ივნისის №1321/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი";
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №797 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
599672277
საკონტაქტო პირი:
ნინო ნანუკაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
- აუცილებელია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირება;
- მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
- განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების ველში, დეტალურად აღწერონ მათი ფუნქციები.
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ყველა სავალდებულო მოთხოვნას.
დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
