სპეციალისტი საწყობის დეპარტამენტში
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 (ორშ-პარ)
- მისამართი
- ქ. რუსთავი, თბილისი წითელი ხიდის მე-17 კმ
სრული აღწერა
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტის პოზიციაზე საწყობის დეპარტამენტში ქ. რუსთავში.
სამუშაო აღწერილობა
- საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი მონაცემების დროული და ზუსტი ასახვა;
- საწყობში არსებული ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა;
- საქონლის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა, რაოდენობის ფიზიკური შემოწმება და მონაცემების პროგრამაში ასახვა;
- საწყობის ნაშთების პერიოდული გადამოწმება და ფაქტობრივი რაოდენობების შედარება პროგრამულ მონაცემებთან;
- გამოვლენილი შეუსაბამობების დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- საწყობში დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და შიდა პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ( SAP: WMS, Dynamics AX, ან სხვა ნებისმიერი სისტემა);
- საწყობის აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პროფესიული უნარები:
RS.GE სისტემის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
საწყობის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, ბიზნეს პროცესების პრინციპებისა და სპეციფიკის ცოდნა.
დოკუმენტბრუნვა: ოქმები, ზედნადები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ.
დაგეგმვისა და საწყობის პროცესების ორგანიზების უნარები;
მასალების შენახვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
დოკუმენტებთან და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარები.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშ-პარ)
კორპ.დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი წითელი ხიდის მე-17 კმ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სპეციალისტი“.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"პანექს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სპეციალისტი საწყობის დეპარტამენტში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

