სპეციალისტი ჩაქვის იუსტიციის სახლში
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ჩაქვი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 6 თვე
- მთავარი მოთხოვნა
- 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სპეციალისტი ჩაქვის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩაქვი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, პარტნიორი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;
- მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა. დასკანერებული დოკუმენტების ბაინდერებში განთავსება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამისი უწყებისათვის გადაცემამდე;
- ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შტამპით დამოწმება;
- დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესის დაწყება/დასრულებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების უზრუნველყოფა (იუსტიციის სახლის გახსნა/დაკეტვა, სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა);
- სტრუქტურული ერთეულის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
6 თვე
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 01 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი".
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
599 755 875
საკონტაქტო პირი:
ანი მამულაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
- აუცილებელია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირება;
- მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
- გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
- განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
