სპა სუპერვაიზერი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ქალაქი
- ბაკურიანი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში, არაუმეტეს 40 საათისა
- ბენეფიტები
- კვებას · ჯანმრთელობის დაზღვევას · ტრანსპორტირებას
სრული აღწერა
ვაკანსია | სპა სუპერვაიზერი
სასტუმრო: კოხტა ბაკურიანი
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
პოზიცია: სპა სუპერვაიზერი
პოზიციის შესახებ
კოხტა ბაკურიანი ეძებს სპა სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს სპა განყოფილების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვას, სტუმრების კმაყოფილებას და სპა გუნდის საქმიანობის კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- სპა განყოფილების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სპა მომსახურების ხარისხისა და სასტუმროს სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- სპა მიმღების თანამშრომლებისა და თერაპევტების/მასაჟისტების სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკისა და ცვლების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დადებითი გამოცდილების უზრუნველყოფა;
- სტუმრების მოთხოვნების, უკუკავშირისა და პრობლემური/კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
- სპა პროდუქციის, მარაგებისა და ინვენტარის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული შევსების უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- სპა მოწყობილობებისა და დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ხარვეზების დროული კომუნიკაცია;
- სპა საოპერაციო პროგრამა TNG-ში ინფორმაციის სიზუსტისა და სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
- სალარო აპარატის/აპარატების ყოველდღიური კონტროლი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- საჭირო ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- სპა სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- სპა სივრცეების რეგულარული დათვალიერება, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სპა მენეჯერთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის/ანგარიშების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სპა, სასტუმროს ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარის მართვის გამოცდილება;
- სტუმრებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- გაყიდვებზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბაკურიანი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში, არაუმეტეს 40 საათისა;
- დასვენება: კვირაში 2 დღე;
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- კომპანიის ობიექტებზე თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს;
- როფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სპის სუპერვაიზერი, ქალაქში - ბაკურიანი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

