სოციალური მუშაკი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
- ქალაქი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა No4
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სოციალური მუშაკი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ცენტრის ბენეფიციართა რისკისა და საჭიროების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- შესაბამის მონაცემთა ბაზაში, დადგენილი წესის მიხედვით, ბენეფიციართა შესახებ ასახული ინფორმაციის აღრიცხვა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევების მართვის ფარგლებში შექმნილ სპეციალისტთა ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;
- დადგენილი წესის შესაბამისად, მულტიდისციპლინარულ ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
- არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელებისა და პროექტების შემუშავება-ადაპტირებაში, განხორციელებასა და მართვაში მონაწილეობა; არასრულწლოვანთა საჭიროებების შესაბამისად კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, გარე სერვისების მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
- როგორც მიმდინარე, ასევე დახურული შემთხვევების ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების ბენეფიციარების შემთხვევის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- ცენტრის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი“;
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
- „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
- „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
საკონტაქტო ტელეფონები:
511 14 41 18
საკონტაქტო პირი:
თათია მაწონაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- გავლილი აქვს სერტიფიცირების კურსი სოცალურ მუშაობაში
- სოციალურ მუშაკად მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის ეტაპები/ჩატარების გრაფიკი
- განაცხადების გადარჩევა − კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სსიპ „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს:
− უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
− სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
− სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში მითითებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრება - კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად, ქულათა სისტემით:
1 - მიუღებელი ან ზედმეტად კვალიფიციური; 2 - საშუალოზე დაბალი; 3 - საშუალო/კომპეტენტური; 4 - კარგი; 5 - ძალიან კარგი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლება, აირჩიოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.
გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
