სოციალური მუშაკი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სოციალური მუშაკი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
ა(ა)იპ - თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
შემთხვევის მართვა:
ბენეფიციარების ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების განხორციელება;
ბენეფიციართან ერთად ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება და რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;
ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა მათი გაძლიერების მიზნით;
სატრენინგო მოდულების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, ინდივიდუალური და ტრენინგ-სემინარების დაგეგმვა და ჩატარება;
შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე მულტიდისციპლინური ჯგუფის მოწვევა და ჯგუფში მუშაობა;
კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ';
- საქართველოს კანონი "სოციალური დახმარების შესახებ";
- საქართველოს კანონი "სოციალური მუშაობის შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დიდი ლილო, ალიოშა ჯაფარიძის ქ. N13
საკონტაქტო ტელეფონები:
597-72-71-08
საკონტაქტო პირი:
ნინო ნაჭყებია
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილე მსურველმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
