სოციალური მუშაკი
გამოქვეყნდა 2 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
- მისამართი
- თბილისი, კრწანისის ქ. N12
- სამუშაო გრაფიკი
- საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით (On-call)
სრული აღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით (On-call).
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური დაცვის სისტემისა და შესაბამისი სახელმწიფო სერვისების ცოდნა;
- სახელმწიფო უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
- კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახის წევრები, კანონიერი წარმომადგენლები ან სხვა მხარდამჭერი პირები;
- მზრუნველობამოკლებულ, არასრულწლოვანი პაციენტებისა და ხანდაზმული პირების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სოციალურ სამსახურებთან და სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- სოციალური შემთხვევების დოკუმენტირება, ანგარიშგება და შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა და ემპათიურობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 02.12.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
