სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში)
სრული აღწერა
"MARK4" არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.
გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ Junior Social Media Manager-ს, რომელიც იზრუნებს კომპანიის სოციალურ მედიაში აქტიურობაზე, საინტერესო კონტენტის შექმნასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
- კონტენტგეგმის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სოციალური მედიისთვის პოსტების ტექსტების (Copywriting) მომზადება;
- პოსტების, სთორებისა და სხვა კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
- ვიზუალური და ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება და შესაბამის გუნდთან თანამშრომლობა;
- სოციალური მედიის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი იდეების შეთავაზება;
- კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
- სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების (Reach, Engagement, Followers) მონიტორინგი და მარტივი რეპორტების მომზადება.
რას ველოდებით:
- სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 6 თვის პრაქტიკული გამოცდილება (მათ შორის დამოუკიდებელი პროექტები);
- Facebook-ის, Instagram-ისა და LinkedIn-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- გამართული ქართულით წერისა და საინტერესო ტექსტების შექმნის უნარი;
- Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა;
- Canva-ს ან სხვა მარტივი დიზაინის ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
- კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- მოკლე ვიდეოკონტენტის (Reels) შექმნის ან დამუშავების გამოცდილება;
- CapCut-ის ან სხვა ვიდეორედაქტორის ცოდნა;
- B2B ან ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში);
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი.
პორტფოლიოს, სოციალური მედიის გვერდების ან შექმნილი კონტენტის მაგალითების გაზიარება ჩაითვლება უპირატესობად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
