სოციალური მედიის მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
"საქართველოს ამბები / მთის ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა;
- ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;
- სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
- სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
- გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად);
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა დამსაქმებლის გვერდის ნახვა განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინ გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (sakartvelosambebi.ge) — ბმულის გახსნა დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (mtisambebi.ge — ბმულის გახსნა მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
