სოციალური მედიის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, მინდელის ქ. #3
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00–18:00
სრული აღწერა
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
2 ნაბიჯი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: On-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3
სოციალური მედიის მენეჯერის მთავარი ამოცანაა „2 ნაბიჯის“ კარიერის გვერდების განვითარება და ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც ადამიანებს უკეთ გააცნობს კომპანიას, სამუშაო გარემოს, გუნდსა და კარიერულ შესაძლებლობებს, გააძლიერებს კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, პოზიციონირებას და გაზრდის კანდიდატების ინტერესს კარიერული შესაძლებლობების მიმართ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული არხების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და არსებული სტანდარტების შესაბამისად მისი იმპლემენტაცია, არხების სპეციფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით;
- კომპანიის კარიერის გვერდების მართვა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) ბრენდის ტონის, ვიზუალური სტილისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაცვით;
- მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, სოციალურ ქსელებში კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და განხორციელება წლიურ და თვიურ ჭრილში;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა სამიზნე აუდიტორიების გათვალისწინებით, პოსტების განთავსება და რეკლამების ოპტიმიზაცია;
- საკომუნიკაციო სტანდარტების შესაბამისად კრეატიული ტექსტებისა და მედია მასალების შექმნა;
- სარეკლამო ვიზუალების მოსამზადებლად გრაფიკულ დიზაინერთან ან კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობა - ბრიფის შედგენა, მასალების შეფასება და განთავსება შესაბამის არხებში;
- ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია - იდეის ფორმულირებიდან შესრულების კონტროლამდე;
- ციფრული კამპანიებისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და KPIs-ის შერჩევა, შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
- ციფრული აქტივობების შედეგების პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
როლისთვის აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით;
- სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კონტენტის დაგეგმვისა და ტექსტების შექმნის გამოცდილება;
- სოციალური მედიის მართვის, რეკლამებისა და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Ads Manager).
როლისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები
- ანალიტიკური აზროვნება - სოციალური მედიისა და კამპანიების შედეგების მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება, ტენდენციებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
- სოციალური მედიის სტრატეგიული ხედვა - სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკის, კონტენტ-ფორმატების, ტრენდებისა და აუდიტორიის ქცევის გათვალისწინებით შესაბამისი საკომუნიკაციო მიდგომების შერჩევა და ეფექტიანად გამოყენება.
- კრეატიული აზროვნება - საინტერესო თემების, ფორმატებისა და კონტენტის იდეების გენერირება და მათი სოციალური მედიისთვის შესაბამის ფორმატში გარდაქმნა.
- ქოფირაითინგისა და წერითი კომუნიკაციის უნარი - სხვადასხვა სოციალური პლატფორმისა და აუდიტორიისთვის შესაბამისი, მკაფიო, გამართული და ეფექტიანი ტექსტების შექმნა.
- ინიციატივიანობა - ახალი იდეების, ფორმატებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების პროაქტიულად იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ინიცირება.
- ორგანიზებულობა - კონტენტ-კალენდრის, კამპანიებისა და პარალელური აქტივობების ეფექტიანი დაგეგმვა, პრიორიტეტიზაცია და დროული მართვა.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სოციალური მედიის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

