სოციალური მედიის მენეჯერი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
სრული აღწერა
"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level სოც.მედია მენეჯერს.
ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე?
თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე.
ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით:
- თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.
- შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა.
- თუ გაქვს სოც.მედია გვერდების მართვისა და კონტენტის დაგეგმვის გამოცდილება.
- იმედისმომცემი ქოფირაითინგის უნარები.
- თვით-ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.)
თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს:
- ყოველთვიურად შექმნა კოსმოს სოც.მედია გვერდებზე კომუნიკაციის გეგმა
- უზრუნველყო გეგმის აღსრულება (აღნიშნულ გვერდებზე) და მიიღო მონაწილეობა მარკეტინგული გუნდის კრეატიულ თუ არა-კრეატიულ პროცესებში.
- შექმნა ქოფი ყველა მოცემულ სოც.მედია არხში და მოხიბლო მომხმარებლები სიტყვებით.
- მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ).
- ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.
- მეგობრულ გუნდს (მართლა).
- სრული განაკვეთის როლს.
- Fitpass-ს.
- შიდა ფასდაკლებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
