სოციალური მედია მენეჯერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი
- სამუშაო გრაფიკი
- ჰიბრიდული (ოფისში და წარმოებაში დროის გატარება საქმის საჭიროებიდან გამომდინარე)
სრული აღწერა
სარეკლამო/მწარმოებელი კომპანია "ოლპრინტჯი" მრავალი წელია ქმნის უამრავ საინტერესო პროექტს სარეკლამო სფეროში იდეის "დამუშავებიდან" საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბებამდე.
გპირდებით ძალიან საინტერესო სამუშაოს, ძალიან კარგ კომპანიაში.
შემოგვიერთდით სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სოც.მედია პლატფორმებისათვის კონტენტ კალენდრის შექმნა.
- შემუშავებული კალენდრის მიხედვით სოციალურ ქსელებში აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება.
- ფოტო/ვიდეო მასალის მომზადება/ განთავსება (წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად).
- სოციალური მედიის "ტენდენციების" კონტროლი და იდეების ინიცირება ბრენდის პოპულარიზებისათვის.
საჭირო საკვალიფიკაციო უნარები:
- სოცმედია პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (პოსტის შექმნა, განთავსება და ა.შ)
- ფოტო/ვიდეო მასალის მომზადების ცოდნა.
- სამუშაო პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კრეატიულობა.
- გამართული კომუნიკაციის უნარი.
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული (ოფისში და წარმოებაში დროის გატარება საქმის საჭიროებიდან გამომდინარე)
- სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი
თუ თვლით რომ "სფერო თქვენია" გაქვთ ბევრი იდეა, როგორ შეიტანოთ წვლილი ჩვენი კომპანიის ბრენდის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ იმეილ მისამართზე hr.allprint@gmail.com
არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.
კანდიდატის შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა თანდართული პორტფოლიოს მიხედვით.
- გასაუბრება ონლაინ.
- დავალება თემაზე "ჩემი თვალით დანახული, თქვენი კომპანია" (დავალების წარდგენის ფორმატი, თავისუფალი)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ან შესრულებული ნამუშევრების ბმულები - lika@scifi.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
