ამბასადორი თრეველი
მარკეტინგისოც. მედიის კონტენტ კრეატორი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
სრული აღწერა
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედიის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
- კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვის ვადით);
- სოციალური მედიის პლატფორმებისა და ციფრული კონტენტის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული უნარები;
- კრეატიული აზროვნება, განვითარებული ვიზუალური გემოვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის, დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად წარმართვის უნარი;
- პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა. უპირატესობად ჩაითვლება;
- ტურიზმის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კონტენტის ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიზის ცოდნა;
- კამერის წინ მუშაობისა და ვიდეოკონტენტში მონაწილეობის სურვილი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიისთვის კრეატიული იდეებისა და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
- ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
- აუდიო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
- სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების დამატება;
- ფერების კორე ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
- Reels-ის, Stories-ისა და სხვა ციფრული ფორმატების შექმნა;
- ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, ტურებისა და სამოგზაურო გამოცდილების მიმზიდველად წარმოჩენა;
- Instagram-ის, Facebook-ისა და TikTok-ისთვის კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
- აქტუალური ტრენდების მოძიება და მათი ბრენდის სტილზე მორგება;
- კონტენტკალენდარის მართვა და გამოქვეყნების გრაფიკის დაცვა;
- გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების შეთავაზება;
- პროექტის დროულად დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისუნარიანობა/სისხარტე;
- კრეატიულობა.
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სასიამოვნო და საინტერესო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
- კვებას დღეში ერთხელ;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
