Social Media Specialist / Content Creator
- ანაზღაურება
- 350–3 500 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- ბენეფიტები
- day off, ბონუსი
- გამოცდილება
- უმცროსი (junior), საშუალო (middle), უფროსი (senior), 2 წლამდე
სრული აღწერა
ჩვენი მარკეტინგული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Social Media Specialist / Content Creator-ის პოზიციაზე. ვეძებთ კრეატიულ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელსაც აქვს ბიზნეს-გვერდების კომპლექსური მართვის გამოცდილება — იდეიდან საბოლოო შედეგამდე.
ძირითადი მოვალეობები:• ბიზნეს-გვერდებისთვის (Facebook, Instagram და სხვ.) სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-კალენდრის შემუშავება;
- ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა (ფოტო/ვიდეო გადაღების დაგეგმვა, დიზაინის დამუშავება, CapCut / Premiere Pro / Photoshop / Canva);
- საინტერესო, ჩართულობაზე ორიენტირებული და გამართული ტექსტების (ქოპირაითინგი) მომზადება;
- Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, აწყობა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
- გვერდების ყოველდღიური ადმინისტრირება, აუდიტორიასთან კომუნიკაცია და პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის ან კონტენტ-კრეატორის პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი);
- პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა;
- გრაფიკულ და ვიდეო რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
- Meta Business Suite & Meta Ads Manager-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- დროის ეფექტურად მართვისა და დედლაინების დაცვის უნარი.
პიროვნული თვისებები:• კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
რას გთავაზობთ:• პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
კატეგორია: მარკეტინგი / სოციალური მედიის სპეციალისტი
გამოცდილება: უმცროსი (junior), საშუალო (middle), უფროსი (senior), 2 წლამდე
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, სტუდენტი, განათლების გარეშე
ბენეფიტები: day off, ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
