ავეჯის კომპანია
მარკეტინგიSMM მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ჰიბრიდული
სრული აღწერა
ბათუმში, ავეჯის კომპანიაში გვესაჭიროება SMM მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) ყოველდღიური მართვა;
- კონტენტ-გეგმის (Content Plan) შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- ტექსტური, ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და გამოქვეყნება;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads და სხვა პლატფორმები);
- სოციალური მედიის მაჩვენებლების (Reach, Engagement, Leads) ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- მომხმარებლების შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული რეაგირების მონიტორინგი;
- ბრენდის ცნობადობის, მომხმარებელთა ჩართულობისა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- კონკურენტების, ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი მონიტორინგი;
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
- აქციების, ახალი პროდუქტებისა და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
- ინფლუენსერებთან, პარტნიორებთან და გარე კონტრაქტორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
- ყოველ კვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება განსაზღვრული KPI-ს მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- SMM მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- Meta Business Suite-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა;
- ქართული ენის გამართული ცოდნა; სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
- შემოქმედებითი აზროვნება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი შედეგებიდან (KPI)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tablabatumi@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიცია - "SMM მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
