SME ლიზინგის მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სრული აღწერა
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
· დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
· დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
· სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
· საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
· ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
· ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვა;
· პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;
· სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და/ან ფინანსების მიმართულებით;
· აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
· სასურველია ფინანსურ, სალიზინგო და/ან სადაზღვეო სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილება;
· სასურველია ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office (Excel, Word).
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დროის მართვის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - SME ლიზინგის მენეჯერი (გაყიდვების მენეჯერი) თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

