სკოლის მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
სრული აღწერა
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება "303 Hz"-ის ყოველდღიურ საქმიანობაში და დაეხმარება სკოლის მენეჯერს სასწავლო პროცესების კოორდინაციასა და მართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალ და არსებულ სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათი სასწავლო ჯგუფებში განაწილება;
- სასწავლო განრიგის შედგენა სტუდენტებთან და მენტორებთან შეთანხმებით;
- სასწავლო განრიგის კონტროლი, დასწრებისა და გაცდენების აღრიცხვა;
- სტუდენტებისა და მენტორებისთვის საკომუნიკაციო არხების შექმნა და მართვა;
- სასწავლო პროცესის ორგანიზება და დისციპლინის კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტინგი და გუნდური შეხვედრების ორგანიზება;
- სკოლის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საორგანიზაციო საკითხებში.
მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ამოცანების დროულად შესრულების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Google Workspace) ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მუსიკალური განათლებისა და ელექტრონული მუსიკის სფეროს მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: 303hertz@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ სკოლის მენეჯრის ასისტენტი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

