სკოლის ექთანი
- ანაზღაურება
- 800 ₾
- ქალაქი
- ხობი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სკოლის ექთანი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა
კატეგორია:
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხობი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
1 თვე
ფუნქციები:
ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
ბ) მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს – ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს – ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);
დ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ექთანი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია
"საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №41/ნ/01-23/ნ
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონები:
591818170
საკონტაქტო პირი:
მაკა ქალდანი
დამატებითი მოთხოვნები:
სკოლის ექთანი უნდა იყოს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალი, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს საქმიანობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სკოლის ექთანს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო (მედდა) სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა’’, ,,თერაპია“ ან ,,პედიატრია“.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექთნის თანამდებობაზე დასაქმება;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
