სკოლის ექთანი
- ანაზღაურება
- 800 ₾
- მისამართი
- მარტვილი.სოფელი ოჩე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სკოლის ექთანი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლა
კატეგორია:
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
30.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მარტვილი.სოფელი ოჩე
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- პირველადი და გადაუდებელი დახმარება:
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის ტრავმის, უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის დროს.
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ექიმის არყოფნისას — პირველადი დახმარების აღმოჩენა, საჭირო მანიპულაციების ჩატარება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (სასწრაფო დახმარების) გამოძახება.
- ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და ქრონიკული დაავადებები:
- განსაკუთრებული მეთვალყურეობა ქრონიკული დაავადებების მქონე (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ეპილეფსია) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოსწავლეებზე.
- მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების დროული ინფორმირება.
- იმუნიზაციის (აცრების) მონიტორინგი და გადამდები დაავადებების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინება.
- სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი და გარემო:
- სკოლის შენობაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგი.
- ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების (მაგ. პანდემიის დროს რეგულაციების) კონტროლი.
- ჯანმრთელობის განათლება და დოკუმენტაცია:
- მოსწავლეებსა და პერსონალს შორის ჯანმრთელობის ხელშემწყობი და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება (ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი).
- სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში და დოკუმენტაციის წარმოება.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ექთანი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მარტვილი.სოფ: პატარა ოჩე
საკონტაქტო ტელეფონები:
595517707
საკონტაქტო პირი:
მარინა თორდინავა
დამატებითი მოთხოვნები:
- სკოლის ექთნად მუშაობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნას:
ა). უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო მიმართულებით.
- სკოლის ექთნად შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის“ შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ექთნად დასაქმების უფლების მქონე პირი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ექთნის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო მიმართულებით;
დ) სამოტივაციო წერილი.
სკოლის ექთანი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს ვერ დაკავდება პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექთანს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექთნო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექთნისათვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა).
სკოლის ექთნისთვის განსაზღვრულია სამუშაო საათები: 08:50 - 15:00.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.



