- ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა
სამედიცინოსკოლის ექიმი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 12 ოქტ · იწურება
- ქალაქი
- ტყიბული
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა
კატეგორია:
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარიდან 960 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ტყიბული
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
- იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
- ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ დახმარებას;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
- მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
- ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
- ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
- გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
- სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
- ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
- სკოლის დღის შედგენაში მონაწილეობა;
- მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ექიმი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ტყიბული, თაყაიშვილის ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
577653777
საკონტაქტო პირი:
მაკა გაბელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1.1. ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი";
1.2. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
1.3. იცოდეს სახელმწიფო ენა.
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
2.1. სასურველია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
2.2. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სამივე სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „თერაპევტი").
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა, ჩემი რეზიუმეს შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში -ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი;
- საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
