სკოლის ექიმი
- ანაზღაურება
- 960 ₾
- ქალაქი
- ზესტაფონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა
კატეგორია:
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
29.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ზესტაფონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა.
- სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა.
- ბავშვებსა და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, ჭრილობის, დამწვრობის და ა.შ. დროს.
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიოს გამოძახება დროულად საჭიროების შემთხვევაში. სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება. ქრონიკული დაავადებების პრევენცია. ინფექციური დაავადებების პრევენცია. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა.. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა და სხვა მოთხოვნები.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
პროფესია:
ექიმი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი ზესტაფონი მელქაძის ქუჩა #2
საკონტაქტო ტელეფონები:
595217510
საკონტაქტო პირი:
ლელა კირკიტაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში -,,საოჯახო მედიცინა" ან ,,პედიატრია".
- გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
- ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი.
2.საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატის ასლი;
3.სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
