სკოლის ექიმი
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა
კატეგორია:
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარიდან 960 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
- იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
- ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
- მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
- ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
- ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
- გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
- სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
- ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
- სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
- მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ექიმი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, გოგებაშვილის 8
საკონტაქტო ტელეფონები:
577618000
საკონტაქტო პირი:
თეიმურაზ მოქია
დამატებითი მოთხოვნები:
სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:
ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;
ბ) საოჯახო მედიცინა;
გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;
ე) ბავშვთა ნევროლოგია;
ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;
ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
ი) ბავშვთა ნეფროლოგია;
კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;
ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია;
მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
ნ) ბავშვთა ქირურგია;
ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია;
პ) ბავშვთა ფსიქიატრია;
ჟ) შინაგანი მედიცინა;
რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.“.
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.
- არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
