სხვადასხვა
სრული აღწერა
"EPAM" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- SAP BTP არქიტექტორი / SAP BTP Architect
EPAM ეძებს SAP BTP Architect-ს, რომელიც დააპროექტებს და მართავს SAP BTP-ზე დაფუძნებულ მასშტაბურ კორპორატიულ გადაწყვეტებს. იმუშავებ ბიზნესის წარმომადგენლებთან, SAP არქიტექტორებთან და დეველოპერების გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ:
- განსაზღვრავ SAP BTP-ის არქიტექტურას, სტანდარტებსა და მართვის წესებს
- დააპროექტებ ინტეგრაციებს SAP-ისა და სხვა სისტემებს შორის
- ხელმძღვანელობ SAP Integration Suite-ისა და API მართვის სტრატეგიას
- ხელს შეუწყობ AI გადაწყვეტების დანერგვას, მათ შორის Joule-სა და გენერაციულ AI-ს
- ჩამოაყალიბებ CI/CD-ისა და უსაფრთხოების პრაქტიკებს
ვის ვეძებთ:
- 2+ წლიანი გამოცდილება კორპორატიულ, გადაწყვეტების ან ინტეგრაციის არქიტექტურაში
- SAP BTP სერვისების სიღრმისეული ცოდნა (SAP Integration Suite, SAP HANA Cloud, SAP Event Mesh)
- CAP-ის, ABAP Cloud-ის, Node.js-ის, Java-სა და Fiori-ს ცოდნა
- Cloud Foundry-ის, Kyma-სა და Kubernetes-ის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა B2+/C1 დონეზე
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP Cloud Integration-ის უფროსი/წამყვანი დეველოპერი
EPAM ეძებს Senior/Lead SAP Cloud Integration Developer-ს, რომელიც SAP-ისა და სხვა სისტემებს შორის საიმედო ინტეგრაციებს შექმნის და დახვეწს. ამ როლში მთავარ როლს ითამაშებ ახალი თაობის ინტეგრაციების შექმნასა და სისტემების თანამედროვე პლატფორმებზე გადატანაში.
რას გააკეთებ:
- შექმნი ინტეგრაციის ნაკადებს SAP Cloud Integration-ში
- გადაიტან სისტემებს SAP PO-დან Cloud Integration-ზე და Neo-დან Cloud Foundry-ზე
- დანერგავ მოვლენებზე დაფუძნებულ ინტეგრაციებს (SAP Event Mesh, Kafka, RabbitMQ)
- უზრუნველყოფ ინტეგრაციების უსაფრთხოებასა და საიმედოობას
- გამოიყენებ საუკეთესო პრაქტიკებს და შექმნი მრავალჯერადად გამოსაყენებელ გადაწყვეტებს
ვის ვეძებთ:
- 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP Cloud Integration-ში (Integration Suite)
- სისტემების PO-დან CI-ზე და Neo-დან Cloud Foundry-ზე გადატანის გამოცდილება
- Groovy-ის კარგი ცოდნა და პროგრამირების ძლიერი საფუძველი Java-ში ან ABAP-ში
- BTP-ის უსაფრთხოების, OAuth 2.0-ისა და SAP Cloud Connector-ის ცოდნა
- მინიმუმ ორ SAP გადაწყვეტასთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. SAP S/4HANA, SuccessFactors)
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP EWM-ის წამყვანი კონსულტანტი
EPAM ეძებს SAP EWM-ის წამყვან კონსულტანტს, რომელიც რთულ SAP გარემოში საწყობის მართვის გადაწყვეტების დაპროექტებასა და დანერგვას უხელმძღვანელებს.
რას გააკეთებ:
- უხელმძღვანელებ SAP EWM გადაწყვეტების დაპროექტებასა და დანერგვას, მათ შორის ნულიდან დაწყებულ (Greenfield) პროექტებზე
- წარმართავ პროექტს სრულ ციკლზე: დიზაინიდან სისტემის გაშვებამდე
- შექმნი მასშტაბირებად გადაწყვეტებს საწყობისა და ლოჯისტიკის პროცესებისთვის
- უზრუნველყოფ EWM-ის შეთანხმებულ მუშაობას SAP S/4HANA-ს ეკოსისტემასთან
- იქნები კლიენტის სანდო მრჩეველი და ბიზნესის მოთხოვნებს ეფექტიან გადაწყვეტებად აქცევ
ვის ვეძებთ:
- 7+ წლიანი გამოცდილება SAP EWM-ში, საკონსულტაციო კომპანიაში
- დანერგვის პროექტების გამოცდილება სრულ ციკლზე, სასურველია Greenfield პროექტებზე
- საწყობის მართვისა და ლოჯისტიკის პროცესების სიღრმისეული ცოდნა
- SAP S/4HANA-ს ეკოსისტემისა და Fiori-ს ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: SAP BTP-ის, SAP MM-ისა და SD-ის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP IBP-ის უფროსი კონსულტანტი
EPAM ეძებს SAP IBP-ის უფროს კონსულტანტს, რომელიც კლიენტებისთვის მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის ტრანსფორმაციას წარმართავს. შენი გადაწყვეტები დაეხმარება კომპანიებს პროგნოზების სიზუსტის, მარაგების ეფექტიანობისა და მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.
რას გააკეთებ:
- უხელმძღვანელებ SAP IBP-ის დანერგვას სრულ ციკლზე: მოთხოვნების შეგროვებიდან სისტემის გაშვებამდე
- გამართავ SAP IBP-ის მოდულებს: Demand, Supply & Inventory, S&OP და Control Tower
- ჩაატარებ სამუშაო შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ პროცესებს გადაწყვეტებად აქცევ
- დააკავშირებ SAP IBP-ს SAP S/4HANA-სთან, SAP ECC-სა და სხვა სისტემებთან
- დაეხმარები გუნდის ნაკლებად გამოცდილ კონსულტანტებს და მონაწილეობას მიიღებ ახალი პროექტების მოზიდვაში
ვის ვეძებთ:
- 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP IBP-ის დანერგვასა და გამართვაში
- მინიმუმ ორი SAP IBP მოდულის სიღრმისეული ცოდნა
- SAP S/4HANA-სთან ან SAP ECC-სთან ინტეგრაციის გამოცდილება
- მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის პრინციპების ცოდნა
- კლიენტებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარების გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP PaPM-ის წამყვანი დეველოპერი / საგადასახადო ტექნოლოგიების სპეციალისტი
EPAM ეძებს SAP PaPM-ის წამყვან დეველოპერს, რომელიც კორპორაციული მოგების გადასახადის ახალი თაობის გადაწყვეტებს შექმნის. პროექტი შექმნის ეტაპზეა, ამიტომ სისტემას ნულიდან ააწყობ და მის ფორმირებაზე პირდაპირ გავლენას მოახდენ.
რას გააკეთებ:
- შექმნი ფინანსურ და საგადასახადო გადაწყვეტებს SAP PaPM-ში (Cloud)
- გამართავ დაგეგმვისა და ანგარიშგების მოდელებს SAP Analytics Cloud-ში
- რთულ საერთაშორისო საგადასახადო რეგულაციებს ფუნქციურ პროგრამულ უზრუნველყოფად აქცევ
- შექმნი ინსტრუმენტებს Pillar 2 (BEPS)-ის, IFRS-ის საგადასახადო აღრიცხვის, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების, ტრანსფერული ფასწარმოქმნისა და ჰიპერინფლაციის მიმართულებით
ვის ვეძებთ:
- მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP PaPM-სა (Cloud) და მონაცემთა მოდელირებაში
- 1+ წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება
- SAC-ის, ABAP-ისა და ფინანსების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: საგადასახადო პროცესების, განსაკუთრებით საგადასახადო აღრიცხვისა და ტრანსფერული ფასწარმოქმნის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP Basis არქიტექტორი
EPAM ეძებს გამოცდილ SAP Basis არქიტექტორს, რომელიც SAP სისტემების არქიტექტურას, ტრანსფორმაციასა და ეფექტიან მუშაობას უხელმძღვანელებს. შენი ამოცანა იქნება მასშტაბირებადი, უსაფრთხო და ღრუბელზე გადასვლისთვის მზა SAP პლატფორმების დაპროექტება.
რას გააკეთებ:
- განსაზღვრავ SAP პლატფორმის არქიტექტურის სტანდარტებსა და მართვის წესებს
- დააპროექტებ SAP S/4HANA-ს გარემოს როგორც ადგილობრივ, ისე ღრუბლოვან სერვერებზე
- უხელმძღვანელებ RISE with SAP-ისა და ღრუბელზე გადასვლის პროგრამებს
- დააპროექტებ სისტემების უწყვეტ მუშაობასა და ავარიული აღდგენის მექანიზმებს
- დანერგავ მონიტორინგისა და ავტომატიზაციის სტანდარტებს
- გაუწევ ტექნიკურ ხელმძღვანელობას განახლებებსა და მიგრაციებს
ვის ვეძებთ:
- 7+ წლიანი გამოცდილება SAP Basis-ის ადმინისტრირებაში, SAP S/4HANA-ს არქიტექტურასა და SAP NetWeaver-ში
- SAP HANA-ს, SAP Cloud ALM-ისა და SAP Solution Manager-ის სიღრმისეული ცოდნა
- RISE with SAP-ისა და ღრუბლოვანი პლატფორმების (Azure, AWS, GCP) ცოდნა
- Kubernetes-ისა და Docker-ის ცოდნა
- SAP-ის უსაფრთხოებისა და წვდომების მართვის გამოცდილება
- უპირატესობა: SAP BTP-ის ადმინისტრირების, LeanIX-ის, Signavio-სა და Terraform-ის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- SAP S/4HANA Public Cloud გადაწყვეტების არქიტექტორი
EPAM ეძებს გამოცდილ SAP S/4HANA Public Cloud გადაწყვეტების არქიტექტორს, რომელიც კლიენტების ბიზნესისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტებს უხელმძღვანელებს. შენი მიზანი იქნება, კლიენტებმა SAP-ის ღრუბლოვანი ERP სისტემიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, ხოლო სისტემა მარტივად განახლებადი დარჩეს.
რას გააკეთებ:
- განსაზღვრავ SAP S/4HANA Public Cloud-ის სამიზნე არქიტექტურას
- ჩაატარებ სამუშაო შეხვედრებს, სადაც კლიენტის პროცესებს SAP-ის სტანდარტებს შეუსაბამებ (Fit-to-Standard)
- წარმართავ Clean Core მიდგომის დანერგვას
- დააპროექტებ სისტემის გაფართოებებსა და ინტეგრაციებს SAP BTP-ზე
- უხელმძღვანელებ ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაციას
- ითანამშრომლებ ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიების ხელმძღვანელობასთან
ვის ვეძებთ:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორად
- SAP ERP-ის, SAP S/4HANA Public Cloud-ისა და SAP Activate-ის ცოდნა
- Fit-to-Standard მიდგომისა და SAP Best Practices-ის სიღრმისეული ცოდნა
- კორპორატიული, BTP და გადაწყვეტების არქიტექტურის გამოცდილება
- SAP Signavio-სა და LeanIX-ის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: SAP BTP-ის, Integration Suite-ის, Joule-ის, SAP Build-ისა და SAP Cloud ALM-ის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
