სხვადასხვა
სრული აღწერა
"ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური" აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ვაკანსიის N: 103605
სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; თანამდებობრივი სარგო 2880 (ორი ათას რვაას ოთხმოცი);
ვაკანსიის N: 103602
ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული; თანამდებობრივი სარგო 3680 (სამი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი;
ვაკანსიის N: 103601
III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; თანამდებობრივი სარგო 4160 (ოთხი ათას ას სამოცი) ლარი;
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე - დამსაქმებლის გვერდის ნახვა და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
