სხვადასხვა
- მისამართი
- თბილისი, ც. დადიანის ქუჩა No30
სრული აღწერა
"თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალისა და ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. სკოლა მათ სთავაზობს ხარისხიან სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პრინციპებს ეფუძნება.
"შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მხარდამჭერი მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №30
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- გაკვეთილების დაგეგმვა და ეფექტიანი სასწავლო პროცესის წარმართვა;
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და სასწავლო შედეგების მონიტორინგი;
- სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მშობლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- მოსწავლეთა დისციპლინის უზრუნველყოფა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სკოლის შინაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც:
- ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ხარისხი;
- ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- ჰქონდეს შესაბამისი საგნის მიმართულებით ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი და კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადება ან შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ჰქონდეს მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია;
- ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის მიმართულებით დოქტორის ხარისხი;
- იყოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სერტიფიცირებული პირი.
შერჩევის პროცესი:
- კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sist.ge.
ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი".
კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
- მხარდამჭერი მასწავლებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №30
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა;
- მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა;
- მასწავლებელთან თანამშრომლობა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებისა და ** სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
- მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის, საორგანიზაციო საკითხებისა და მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩევის პროცესი:
- კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sist.ge.
ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "მხარდამჭერი მასწავლებელი".
კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
- სპეციალური მასწავლებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №30
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა აკადემიური და ფსიქოემოციური მხარდაჭერა და მათი პროგრესის მონიტორინგი;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავება, განხორციელება და პერიოდული გადახედვა მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა როგორც საკლასო ოთახში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- საგნის მასწავლებლების მხარდაჭერა სასწავლო მასალისა და სწავლების მეთოდების ადაპტირების პროცესში;
- მოსწავლეებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;
- მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სპეციალური ან ინკლუზიური განათლების, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩევის პროცესი:
- კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sist.ge.
ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სპეციალური მასწავლებელი".
კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
