სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის საკითხებში
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- დმანისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- ინფრასტრუქტურის/ კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, მოქალაქეებთან ურთიერთობის, საქმისწარომოების სფეროში ან/და საორგანიზაციო საკითხებზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის საკითხებში
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დმანისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და დამუშავება, მოქალაქეთა წერილებზე და განცხადებებზე რეაგირება;
- სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობის მიღება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში;
- სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში არსებული მდგომარეობის კონტროლი და ამისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ათვისება;
- დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა;
- სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
- თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება;
- საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, შესაბამისი ორგანოს სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევის უზრუნველყოფა;
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ტექნიკური დავალების მომზადება;
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მოსამზადებელი საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და მონიტორინგი.
- მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი მშენებლობის მონიტორინგის განხორციელება;
- ზიანის ანაზღაურების მიზნით დოკუმენტის შედგენა (დეფექტური აქტი);
- მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი მშენებლობისათვის გამოვლენილი საზედამხედველო ორგანოს მონიტორინგი.
- ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. დმანისი წმინდა ნინოს ქ. N 41
საკონტაქტო ტელეფონები:
598 300619
საკონტაქტო პირი:
ნონა ხორბალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: ინფრასტრუქტურის/ კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, მოქალაქეებთან ურთიერთობის, საქმისწარომოების სფეროში ან/და საორგანიზაციო საკითხებზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- ეფექტიანი უკუკავშირის მიცემის უნარი;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და/ან წარმართვის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარო;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ)სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვან საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
