სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- ხონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობა სამსახურის საქმიანობაზე;
- დავალებების განაწილება თანამშრომლებზე;
- თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტების შემოწმება;
- უზრუნველყოფს სამსახურის სტრატეგიული და მიმდინარე საქმიანობის დაგეგმვას, ორგანიზებასა და კოორდინაციას;
- თანამშრომლებს შორის აკონტროლებს გაცემული დავალებების შესრულების ხარისხსა და ვადებს ;
- უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;
- ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, მომზადებისა და განხორციელების პროცესს;
- უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მომზადებული პროექტების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და ადმინისტრაციული აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
- კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან, კომუნალურ და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
- მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
- უზრუნველყოფს საინვესტიციო და დონორული პროექტების ინიცირებას, მომზადებასა და განხორციელების კოორდინაციას;
- უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რისკების შეფასებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ორგანიზებას;
- კოორდინაციას უწევს სტიქიური მოვლენების, ავარიული შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის საქმიანობას;
- მერს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშებს, ანალიტიკურ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემაზე წინადადებების მომზადებას;
- მოსახლების მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების მიზნით წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
- ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.khoni.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციების მომზადებისა და ვებგვერდის ადმინისტრატორისათვის მიწოდების ორგანიზება და კონტროლი;
- შესასრულებლად დაწერილ კორესპოდენციებზე პასუხების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- მერის, კურატორი მოადგილის მიერ გაცემული ცალკეული დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც არ არის გაწერილი სამუშაო აღწერილობით და არ ეწინააღმდეგება კანონს;
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დაცვა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
ინჟინერიის, სოციალური მეცნიერებების ან არქიტექტურის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოსკანონი„ზოგადია დმინისტრაციული კოდექსი“
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N5 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ხონი თავისუფლების მოედანი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
595369636
საკონტაქტო პირი:
ამირან კინწურაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- ინჟინერიის, ეკონომიკის ან არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიულად და კომპლექსურად აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების და სახვის უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა დამოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
