სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ურბანული
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას;
- ასევე სივრცით მოწყობასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას;
- შეიმუშავებს და უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებისა და რეკომენდაციების დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
- უზრუნვეყოფს მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობაზე შესაბამისი წერილობითი თანხმობების მომზადებას და სხვა;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერიის მოადგილეების, სამსახურის უფროსისა და სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „სივრცისდაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“საქართველოსმთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილება;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
- „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოსმთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №261 დადგენილება;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დუშეთი, რუსტაველის ქ.27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
2 (ორწლიანი) სამუშაო გამოცდილება - სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
კომპლექსური აზროვნება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ურთიერთთანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
ინფორმაციების შეგროვების და ანალიზის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
