სივრცის კონსულტანტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სივრცის კონსულტანტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
21
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
- მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
- მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;
- საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ "იუსტიციის სახლის" შტამპით დამოწმება;
- დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება;
- ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 23 ივნისის №1321/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი".
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
599672277
საკონტაქტო პირი:
ნინო ნანუკაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, განათლების ველში, სავალდებულოა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მკაფიოდ იქნება მითითებული სტუდენტის მიმდინარე სასწავლო კურსი.
დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
